სწავლებისა და ორგანიზაციული განვითარების ოფიცერი
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას სწავლებისა და ორგანიზაციული განვითარების ოფიცრის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
ძირითადი მოვალეობები
- ადგილობრივ თემებთან, მუნიციპალურ წარმომადგენლებთან და ყველა შესაბამის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- თემებთან ჩართულობის შეხვედრების, კონსულტაციების, ცნობიერების ამაღლების სესიებისა პროგრამების ორგანიზება და ჩატარება;
- დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის გეგმის განხორციელების მხარდაჭერა და EBRD/ADB/IFC-ის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება;
- სოციალური რისკების, თემების შეშფოთებებისა და წარმოქმნილი საკითხების იდენტიფიცირება; მათი მართვისთვის რეკომენდებული შემარბილებელი ღონისძიებების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
- კომპანიისა და თემებს შორის დროული და ზუსტი ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა პროექტის საქმიანობების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივების, უსაფრთხოების განახლებებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
- თემის განვითარების ინიციატივების ხელშეწყობა და CSR პროექტებისა და ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობის მხარდაჭერა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
- საჩივრების მართვის მექანიზმის სრული ციკლის მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ყველა დაინტერესებული მხარისგან მიღებული საჩივრების მიღება, რეგისტრაცია, დადასტურება და კატეგორიზაცია;
- საჩივრების ტენდენციებისა და ანალიზის ინტეგრირება SEP-ის განხორციელებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის დაგეგმვაში;
- საჩივრების გამოძიების ჩატარება, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია და მათი დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
- რთული ან გადაუჭრელი საჩივრების ესკალაცია საჩივრების განხილვის კომიტეტში და კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა;
- საჩივრების წარდგენის პროცედურების, საინფორმაციო მასალებისა და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მომზადება და გავრცელება თემებისა და თანამშრომლებისთვის;
- თემის კეთილდღეობის ხელშეწყობა და რისკების შემცირება სოციალური რისკების პროაქტიული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ღონისძიებების რეკომენდაციის გზით, ასევე SEP-ისა და საერთაშორისო დამფინანსებლების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კოორდინირებული დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობისა და საჩივრების გადაწყვეტის პროცესის მეშვეობით;
- შიდა და გარე აუდიტების პროცესებში ჩართულობა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მჭიდრო კოორდინაცია E&S, HSE, ESG და CSR გუნდებთან;
- ყოვლისმომცველი ანგარიშების მომზადება, გადახედვა და გამოქვეყნება, კოორდინაციით ანგარიშგების ოფიცრებთან, სიზუსტის უზრუნველყოფით და შიდა მოთხოვნებთან, ასევე გარე რეგულატორული, აუდიტორული და დაინტერესებული მხარეების მოლოდინებთან შესაბამისობაში;
- შეასრულოს კომპანიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი პოლიტიკებით, პროცედურებით და სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დავალებები და ინსტრუქციები / სხვა დაკავშირებული საქმიანობა, რაც სამუშაო პროცესში წარმოიშობა და ემსახურება კომპანიის მიზნებსა და ამოცანებს;
- ტრენინგებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განვითარებაში კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და EBRD / ADB / IFC-ის მოთხოვნების შესაბამისად, მონაწილეობის მიღება;
- ტრენინგების საჭიროებების შეფასების (Training Needs Assessment) განხორციელება შიდა თანამშრომლებისა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის;
- ტრენინგების კონცეფციების, სასწავლო პროგრამების, მოდულების, პრეზენტაციებისა და შესაბამისი სასწავლო მასალების მომზადება;
- ტრენინგების (სემინარები, ვორქშოპები, საინფორმაციო და საველე ტრენინგები) ორგანიზება და კოორდინაცია, მათ შორის ლოგისტიკური უზრუნველყოფა და ტრენერებთან/მონაწილეებთან კომუნიკაცია;
- ტრენინგების განხორციელების მონიტორინგი, უკუკავშირის შეგროვება, შედეგების შეფასება და პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
- ტრენინგებთან დაკავშირებული მონაცემების, მონაწილეთა სიების და შედეგების დოკუმენტირება და შესაბამის ანგარიშგებაში მონაწილეობა კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, სამართლის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ან საჩივრების მართვის მიმართულებით;
- საჩივრების მიღების, განხილვის, მოკვლევისა და გადაწყვეტის პროცესების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- შეხვედრების, კონსულტაციების, ტრენინგებისა და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (ინგლისური - მინიმუმ B2 დონეზე) და MS Office-ის კარგად ფლობა;
- EBRD/ADB/IFC-ის სტანდარტების, SEP-ისა და საჩივრების მართვის მექანიზმების (GRM) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების დაცვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!