გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G39AZKFS გამოქვეყნდა 10 ნოე 6 ნახვა

სწავლებისა და ორგანიზაციული განვითარების ოფიცერი

რუსთავის აზოტი გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 დეკ
შესვლა და განაცხადი

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას სწავლებისა და ორგანიზაციული განვითარების ოფიცრის პოზიციაზე.

ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო

ძირითადი მოვალეობები

  • ადგილობრივ თემებთან, მუნიციპალურ წარმომადგენლებთან და ყველა შესაბამის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • თემებთან ჩართულობის შეხვედრების, კონსულტაციების, ცნობიერების ამაღლების სესიებისა პროგრამების ორგანიზება და ჩატარება;
  • დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის გეგმის განხორციელების მხარდაჭერა და EBRD/ADB/IFC-ის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება;
  • სოციალური რისკების, თემების შეშფოთებებისა და წარმოქმნილი საკითხების იდენტიფიცირება; მათი მართვისთვის რეკომენდებული შემარბილებელი ღონისძიებების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
  • კომპანიისა და თემებს შორის დროული და ზუსტი ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა პროექტის საქმიანობების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივების, უსაფრთხოების განახლებებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
  • თემის განვითარების ინიციატივების ხელშეწყობა და CSR პროექტებისა და ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობის მხარდაჭერა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
  • საჩივრების მართვის მექანიზმის სრული ციკლის მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ყველა დაინტერესებული მხარისგან მიღებული საჩივრების მიღება, რეგისტრაცია, დადასტურება და კატეგორიზაცია;
  • საჩივრების ტენდენციებისა და ანალიზის ინტეგრირება SEP-ის განხორციელებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის დაგეგმვაში;
  • საჩივრების გამოძიების ჩატარება, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია და მათი დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
  • რთული ან გადაუჭრელი საჩივრების ესკალაცია საჩივრების განხილვის კომიტეტში და კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა;
  • საჩივრების წარდგენის პროცედურების, საინფორმაციო მასალებისა და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მომზადება და გავრცელება თემებისა და თანამშრომლებისთვის;
  • თემის კეთილდღეობის ხელშეწყობა და რისკების შემცირება სოციალური რისკების პროაქტიული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ღონისძიებების რეკომენდაციის გზით, ასევე SEP-ისა და საერთაშორისო დამფინანსებლების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კოორდინირებული დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობისა და საჩივრების გადაწყვეტის პროცესის მეშვეობით;
  • შიდა და გარე აუდიტების პროცესებში ჩართულობა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მჭიდრო კოორდინაცია E&S, HSE, ESG და CSR გუნდებთან;
  • ყოვლისმომცველი ანგარიშების მომზადება, გადახედვა და გამოქვეყნება, კოორდინაციით ანგარიშგების ოფიცრებთან, სიზუსტის უზრუნველყოფით და შიდა მოთხოვნებთან, ასევე გარე რეგულატორული, აუდიტორული და დაინტერესებული მხარეების მოლოდინებთან შესაბამისობაში;
  • შეასრულოს კომპანიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი პოლიტიკებით, პროცედურებით და სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დავალებები და ინსტრუქციები / სხვა დაკავშირებული საქმიანობა, რაც სამუშაო პროცესში წარმოიშობა და ემსახურება კომპანიის მიზნებსა და ამოცანებს;
  • ტრენინგებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განვითარებაში კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და EBRD / ADB / IFC-ის მოთხოვნების შესაბამისად, მონაწილეობის მიღება;
  • ტრენინგების საჭიროებების შეფასების (Training Needs Assessment) განხორციელება შიდა თანამშრომლებისა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის;
  • ტრენინგების კონცეფციების, სასწავლო პროგრამების, მოდულების, პრეზენტაციებისა და შესაბამისი სასწავლო მასალების მომზადება;
  • ტრენინგების (სემინარები, ვორქშოპები, საინფორმაციო და საველე ტრენინგები) ორგანიზება და კოორდინაცია, მათ შორის ლოგისტიკური უზრუნველყოფა და ტრენერებთან/მონაწილეებთან კომუნიკაცია;
  • ტრენინგების განხორციელების მონიტორინგი, უკუკავშირის შეგროვება, შედეგების შეფასება და პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
  • ტრენინგებთან დაკავშირებული მონაცემების, მონაწილეთა სიების და შედეგების დოკუმენტირება და შესაბამის ანგარიშგებაში მონაწილეობა კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, სამართლის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ან საჩივრების მართვის მიმართულებით;
  • საჩივრების მიღების, განხილვის, მოკვლევისა და გადაწყვეტის პროცესების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • შეხვედრების, კონსულტაციების, ტრენინგებისა და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (ინგლისური - მინიმუმ B2 დონეზე) და MS Office-ის კარგად ფლობა;
  • EBRD/ADB/IFC-ის სტანდარტების, SEP-ისა და საჩივრების მართვის მექანიზმების (GRM) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა