გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G985EQGM გამოქვეყნდა 5 ნოე 16 ნახვა

მეგალვანე

ზარაფხანა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მეგალვანეს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. კატეგორია: წარმოება. სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქიმიური განათლება;
  • გალვანური მეთოდის ცოდნა;
  • გალვანური მეთოდით დამზადებული საფარი საიუველირო ნაწარმისთვის (ოქროს დაფერვა);
  • ოქროს გახსნა შესაბამის ქიმიურ ხსნარებში;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ნახევარფაბრიკატების საწყობიდან განაწესით მიღებული ნაკეთობების (ოქრო, ვერცხლი, თითბერი) მომზადება ძვირფასი ლითონით დაფერვისათვის, ანუ განცხიმვის აბაზანაში არსებული ნაკეთობების გარეცხვა;
  • ნაკეთობების მოოქროვება, მოვერცხვლა, როდირება ტექნოლოგიური პროცესის დაცვით;
  • ძვირფასი ლითონით დაფერილი ნაკეთობების გარეცხვა;
  • სასაქონლო, საბოლოო ბზინვარების ეფექტის მისაღებად განემსვა სპეციალურ დანადგარში;
  • შესაბამისი ქიმიური ხსნარების — აბაზანის მომზადება;
  • საჭირო მასალების კონტროლი, მარაგის ამოწურვამდე ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

ანაზღაურება: შეთანხმებით. სამუშაო დრო: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. დასვენების დღეები: შაბათი-კვირა.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.zarapkhana.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა დეველოპმენტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა დეველოპმენტში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანა დეველოპმენტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა