9,623 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GEW7GV87 გამოქვეყნდა 14 სექ 4 ნახვა

Digital TV

Digital TV

გაყიდვების ხელმძღვანელი

Digital TV გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 სექ

"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი ოპტიმიზაცია;
  • გაყიდვების ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, B2B და B2C შეხვედრებისა და კომუნიკაციის დაგეგმვა, განხორციელება;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებიდან - პროექტის დასრულებამდე;
  • გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
  • გაყიდვების პროგნოზირება, ანგარიშგება და ძირითადი მაჩვენებლების ხელმძღვანელთან წარდგენა.

ძირითადი მახასიათებლები:

  • გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ტელე-კომუნიკაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება);
  • გაყიდვების გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;
  • გაყიდვების სტრატეგიისა და პროცესების დამოუკიდებლად შექმნისა და მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 სექტემბერი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების ხელმძღვანელი".

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Digital TV
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა