საწარმოს თანამშრომელი
შპს "ჯეო დეკორი", რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს ავეჯის მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ეველინა თავაძის ქ. №12ზ (ყოფილი ფეიქართა ქუჩა)
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
- სამუშაო საათები: 09:00-18:00;
- შესვენება: 1 საათი;
- ანაზღაურება: 1500 ლარიდან.
ძირითადი მოვალეობები
- საწარმოში არსებულ დანადგარებთან მუშაობაში დახმარება;
- დამატებითი დეტალები განიხილება გასაუბრების დროს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "საწარმოს თანამშრომელი".