8300 live vacancies
← All vacancies

GMMWWP1T Posted 27 Aug 2 views

ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

IGAL via hr.ge
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შპს „იგალ“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ

შპს „იგალ“ კლიენტებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექრტრს. მ.შ. ბუღალტრულ, ფინანსურ და საგადასახადო აუდიტს, იურიდიულ ასევე საკონსულტაციო მომსახურებას. ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით და ვაფასებთ პროფესიულ განვითარებასა და გუნდურ პასუხისმგებლობას.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, N4 (საბურთალო პალასი)

პოზიციის აღწერა

ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, უხელმძღვანელებს დეპარტამენტს, უზრუნველყოფს აუდიტის ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები

- ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;

  • აუდიტის დაგეგმვა, რისკების შეფასება და მეთოდოლოგიური ზედამხედველობა;

- საერთაშორისო აუდიტის სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობისა და აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა;

- გუნდის ხელმძღვანელობა, მენტორობა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

- კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და ძირითადი პროექტების კოორდინაცია;

  • აუდიტორული დასკვნებისა და ანგარიშების ხარისხის კონტროლი;
  • დეპარტამენტის შიდა პროცესებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება;

- საჭიროების შემთხვევაში, SARAS-თან და სხვა შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

- SARAS-ში რეგისტრირებული აუდიტორის სტატუსი, სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებით (სავალდებულო)

  • ფინანსური აუდიტის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;

  • საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების (ISA) საფუძვლიანი ცოდნა;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა.

სასურველია ასევე

  • ACCA სერტიფიკატი;
  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის გაფართოებისა და შიდა პროცესების განვითარების გამოცდილება.

რას გთავაზობთ

  • პოზიცია ითვალისწინებს პარტნიორის სტატუსს.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

როგორ დავუკავშირდეთ

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე info@igal.ge, სათაურით: „ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის უფროსი“.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ინდივიდუალურად.

აუდიტორული კომპანია „იგალი“ კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც კომპანია ამუშავებს თქვენი კანდიდატურის განხილვისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით). დასაქმების პროცესში მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციებზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივ შენახვას. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ აუდიტორულ კომპანიას „იგალს“.

Report this

About the employer
IGAL
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free