8,914 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GSDQP1AN გამოქვეყნდა 18 სექ 1 ნახვა

Sterling Group

Sterling Group

უძრავი ქონების აგენტი

Sterling Group გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

Sterling Group აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება უძრავი ქონებისა და გაყიდვების სფეროში.

რას გთავაზობთ - კომპანიის მიერ მოწოდებულ მზა ლიდებს - თანამედროვე ოფისსა და სრულად აღჭურვილ სამუშაო ადგილს - ეფექტური მუშაობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს - პროდუქტების შესახებ სწავლებასა და მხარდაჭერას მუშაობის ყველა ეტაპზე - საქართველოს მასშტაბით უძრავი ქონების ობიექტებზე მუშაობას - კონკურენტულ სამოტივაციო სისტემასა და გაყიდვებიდან მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას - უძრავი ქონების ბაზრის პროფესიონალთა გუნდში მუშაობას

ჩვენი მოთხოვნები - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება - უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - კლიენტებთან გამართული და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი - აქტიურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა - პროფესიული განვითარებისა და უნარების გაუმჯობესების სურვილი - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა - ქართული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

თქვენი მოვალეობები - შემოსულ ლიდებთან მუშაობა - კლიენტებისთვის უძრავი ქონების ობიექტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა - კლიენტის მოთხოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად უძრავი ქონების შერჩევა - შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარება - ობიექტების დათვალიერების ორგანიზება - კლიენტის სრული მხარდაჭერა პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე - CRM სისტემაში მუშაობა და კლიენტთა ბაზის წარმოება - ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმის შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Sterling Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა