9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

H9ZR3MA9 გამოქვეყნდა 17 ოქტ 51 ნახვა

სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი

შესვლა და განაცხადი
₾1330 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,294 ₾ · 105 განცხადება ბოლო ვადა: 5 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შესარჩევად

თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: - ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; - ბ) სამეურნეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - გ) ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, ლოჯისტიკის, სამეურნეო, ოპერაციების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel) ;

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები : - ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; - ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი; - გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; - დ) გუნდური მუშაობის უნარი; ე)წერილობითი კომუნიკაციის უნარი; - ვ) სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი; - ზ) სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს: - პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მომედ რეგულაციებს; - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;

მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ ადმინისტრატორს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შეასრულება: - ა) უნივერსიტეტის პირველი კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა; - ბ) უნივერსიტეტის კორპუსიდან გადაადგილებულ ინვენტარზე მიღბა-ჩაბარების აქტების წარმოება; - გ) კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება; - დ) გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება; - ე) კორპუსში განთავსებულ ფაკულტეტებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუდიტორიების შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფისა და მათი გამართულად ფუნქციონირების კონტროლის მიმართულებით; - ვ) კორპუსში არსებული აუდიტორიების, საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნისა და გამოყენების პროცესის ორგანიზება; - ზ) ღონისძიებების მიმდინარეობისას საჭირო საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია და მიმდინარე პროცესების კონტროლი; - თ) ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობა; - ი) ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა: - ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; - ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; - გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; - დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; - ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ - ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 7 ოქტომბრიდან 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა