მოლარე-კონსულტანტი
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" - აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში ისთ ფოინთის ფილიალში
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
- სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება 4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი ისთ ფოინთი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.