9,008 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HNHJRN5C გამოქვეყნდა 22 სექ 20 ნახვა

IMEX Cargo Logistics

IMEX Cargo Logistics

საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკა

IMEX Cargo Logistics გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

IMEX Cargo Logistics აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - საერთაშორისო გადაზიდვებისთვის მანქანებისა და სატრანსპორტო პარტნიორების მოძიება; - მძღოლებთან, დისპეჩერებსა და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია; - ტარიფებისა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება; - გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა; - მიმდინარე გადაზიდვების კონტროლი და სტატუსების განახლება; - ახალი პარტნიორების მოძიება და კომპანიის ბაზის განვითარება; - სამუშაო ინფორმაციის კომპანიის პროგრამაში სრულად დაფიქსირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - რუსული ან თურქული ენიდან მინიმუმ ერთ-ერთის სამუშაო დონეზე ცოდნა სავალდებულოა; - საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება სასურველია; - კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; - პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია; - გუნდური მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი — თბილისი, იური გაგარინის ქუჩა №13, მეორე სართული; - სამუშაო გრაფიკი — ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00; - ფიქსირებული ანაზღაურება — 1,000 ლარიდან ხელზე; - ფიქსირებული ხელფასის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით; - დამატებით მოქმედებს ინდივიდუალური და გუნდური ბონუსებისა და პრემიების სისტემა; - კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სისტემისა და IMEX OS-ის სწავლებას; - გათვალისწინებულია პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის მისაღებია, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: „ლოჯისტი“. პოზიციის დასახელების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
IMEX Cargo Logistics
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა