წარმოების დირექტორი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: შეთანხმებით ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ.მაკვანეთი.
ფუნქცია/მოვალეობები:
- საწარმოო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზება;
- დადგენილი პროცედურების, შიდა რეგლამენტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და სისტემური კონტროლი;
- წარმოების სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
- საწარმოო გეგმების, გრაფიკებისა და დაგეგმილი მოცულობების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
- მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შეფასება, ეფექტიანობის ზრდა და ოპტიმიზაციის ინიცირება;
- საწარმოო დოკუმენტაციის მართვა, პროცესების გაუმჯობესების მიზნით - შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და დანერგვა;
- ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
- სურსათის უვნებლობის, ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მკაცრი დაცვა და შესაბამისობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; საკვების წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებული უნარი.
პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები
- განვითარებული ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები, გუნდის მოტივაციისა და ეფექტური მართვის გამოცდილებით;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობით;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის კონტროლის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე პარტნიორებთან;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და სწრაფად ცვალებად/სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xsmdN8gd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.