ფინანსური ანალიტიკოსი
"ბ და ნ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უზნაძის ქ. №78 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 ანაზღაურება: 2, 000 - 2, 500 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
შპს "ბ და ნ ინვესტი" ჰოლდინგური ტიპის კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური პროცესების გამართული ფუნქციონირება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. კომპანია ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს, ანგარიშგების მომზადებასა და ფინანსური შედეგების მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსური ეფექტიანობისა და მართვის პროცესების გაუმჯობესებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება, მათ შორის მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებების შედგენა და ანალიზი;
- ბიუჯეტის დაგეგმვასა და შედგენაში მონაწილეობა, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
- შემოსავლების, ხარჯების, მოგებიანობისა და ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანალიზი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
- 1C პროგრამაში ფინანსური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების ფორმირება;
- ფინანსური პროცესებისა და ანგარიშგების სისტემების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსურ სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5-წლიანი გამოცდილება;
- 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა — ფინანსური და ბუღალტრული მონაცემების დამუშავების, ანგარიშების ფორმირების, ინფორმაციის გადამოწმებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის;
- ACCA-ის პირველი დონის ცოდნა ან შესაბამისი სასწავლო კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვისა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების სწორად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის დაცვა.
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში მუშაობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური ანალიტიკოსი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.