გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

J8D43486 გამოქვეყნდა 30 ოქტ 39 ნახვა

საუზმის შეფი

გუდაური სქი რესორტ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი
საცხოვრებელი · განცხადებაში

Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.

123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საუზმის შეფის

სამუშაო ადგილი: კურორტი გუდაური სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ობიექტის საუზმის მენიუების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით, კომპანიაში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და შრომის შინაგანაწესის დაცვით;
  • ახალი რეცეპტებისა და დიზაინების შემოტანა სეზონურობისა და ობიექტის დატვირთულობის გათვალისწინებით;
  • ინგრედიენტების, ზომებისა და პორციების დაცვა, მომზადების პროცესის მართვა;
  • ბუფეტის ვიზუალური სტანდარტის დაცვა და შევსება პიკის საათებში
  • სამზარეულოში დანერგილი სტანდარტების (მათ შორის HACCP) დაცვა;
  • ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება;
  • საკვები პროდუქტების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ მზარეულის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მაღალი ხარისხის, გემოს, ტემპერატურის, პრეზენტაბელურობის მუდმივი მონიტორინგი;
  • სამზარეულოსა და ინვენტარის ზედამხედველობა;
  • დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და „მიზან-პლასის“ კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა;
  • საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად;

რას ველით თქვენგან

  • საუზმის შეფის ან senior chef de partie-ს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიან გამოცდილებას (სასურველია სტუმართმასპინძლობის სფეროში)
  • შვედური მაგიდის კონცეფციის სიღრმისეულ ცოდნას
  • კულინარიული ტენდენციების ცოდნასა და ინოვაციურ ხედვას
  • გუნდის ლიდერობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარს
  • საოპერაციო და ფინანსური პროცესების მართვის გამოცდილება (მენიუს ფასები, კალკულაციები, ბიუჯეტირება)
  • სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (განსაკუთრებით HACCP)

რას გთავაზობთ ჩვენ

  • თანამშრომლის კვებასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას
  • დინამიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • მაღალი სტანდარტის სამზარეულოს და ტექნიკურ რესურსს
  • დამატებით ფასდაკლებებს კომპანიაში შემავალ სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა