მოლარე-კონსულტანტი
არაქსელური მაღაზია „ახალი სთორი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები: - ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; - მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა. - პროდუქციის ასორტიმენტის განლაგება; - პროდუქციის ვადების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მოლარის, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა; - დეტალებზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ: - ხელფასი - დღიური 70 ლარი; - გრაფიკი - 2/2 (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) 08:00-21:00; - სამგზავრო ბარათი; - გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო;
დაინტერესებული კანდიდატები გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.