საწყობისა და სამეურნეოს მენეჯერი
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და სამეურნეოს მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საწყობისა და სამეურნეო მარაგების მართვა;
- სამედიცინო და სამეურნეო მასალების მიღება, განთავსება, აღრიცხვა და გაცემა;
- მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაციის ორგანიზება;
- საჭირო მასალების დროული შეკვეთისა და მომარაგების უზრუნველყოფა;
- საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- ფილიალებისთვის საჭირო მასალების გაცემისა და გადაადგილების ორგანიზება;
- მიღება-ჩაბარებისა და საწყობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- ვადების მქონე მასალების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის დროული იდენტიფიცირება;
- საწყობის სისუფთავისა და ორგანიზებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;
- ხელმძღვანელობისთვის მარაგებისა და საწყობის მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
- კომპანიის ქონების, მატერიალური ფასეულობებისა და ინვენტარის სათანადო შენახვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- საწყობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პრინციპების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Excel-ის, საბაზისო/კარგი ცოდნა;
- დოკუმენტაციის სწორად წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მარაგების კონტროლისა და ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომწოდებლებთან და კომპანიის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობის უნარი;
- სამედიცინო დაწესებულებაში ან სამედიცინო მასალებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.