ქეი ექაუნთ მენეჯერი
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ქეი ექაუნთ მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 სამუშაო გრაფიკი : სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამომავლოდ შაბათი დღე დასვენება, დამოკიდებულია კანდიდატზე) ანაზღაურება - 4000-4500 ლარამდე (ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხომბრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკლავი), სამოტივაციო კვარტლური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა) მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, განვითარება და გაფართოება. ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება. ** პარტიონული ურთიერთობის განვითარება კლიენტებთან, მომსახურობის და პროდუქციის შეთავაზება და ეფექტური საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება. ** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შესრულება. ** ბაზრის ანალიზის ჩატარება კლიენტების საჭიროების გამოსავლენად და სათანადო პროდუქტის შეთავაზება კლიენტებისთვის და მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. **ასორტიმენტის ზრდასა და გამრავალფეროვნებაზე მუდმივი ზრუნვა **კომპანიის სერვისების განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე ზრუნვა ** პორტფელში შემავალი გამყიდველი მაღაზიების ყველა საჭიროების ცოდნა. მაღაზიებისთვის სწორი და დროული პრობლემის გადაწყვეტის მიწოდება (key account, TT, Open markets (OM), PH, Horeca) **გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი. ** ბაზარზე არსებული განთავსებული ქსელების არეალის ცოდნა. ** დაკავშირებულ რგოლებთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში გამოცდილება. ** ძლიერი მოლაპარაკებების უნარები და კომერციული აზროვნება. ** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა. ** ანალიტიკური აზროვნება. ** ახალი პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი. ** გუნდური მუშაობის უნარი. ** დროის მართვის უნარი. **პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ** საოფისე პროგრამების ცოდნა. (Excel, PowerPoint) ** სასურველია მართვის მოწმობა-B კატეგორია + საკუთარი ავტომობილი, მაგრამ სავალდებულო არ არის.
დამატებითი სარგებელი:
**ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან) **საწვავით უზრუნველყოფა (მარშრუტის შესაბამისად) ** მივლინება და მისი ხარჯების უზრუნველყოფა. ** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი. **გამოცდილების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ** გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებებით უზრუნველყოფა. ** ტრენინგების დაფინანსება (თაიმ მენეჯმეტი, მარკეტინგის სფერო, ქსელის ცოდნა და ა.შ)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.