სტაჟიორი/მომარაგების მენეჯერი
ვაკანსია: სტაჟიორი მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანია "ინფრაკონ"-ი მოღვაწეობს ინფრასტრუქტურულ სფეროში და აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს.
კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ახალგაზრდას მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სამუშაოს აღწერილობა:
- ობიექტებიდან მიღებული შეკვეთების დამუშავება და შესაბამისი მასალების უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ფასებისა და პირობებზე მოლაპარაკება;
- შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
- მარაგების მართვა და ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა;
- მასალების დროული მიწოდების უზრუნველყოფა.
- საჭიროებისამებრ დოკუმენტაციის გაგზავნა, მიღება და ჩაბარება შესაბამის უწყებებში;
- ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია ტრანსპორტის დეპარტამენტთან ერთად;
- ყოველდღიური რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- ხარჯების ანალიზი და დანაზოგების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- მართვის მოწმობა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი.
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი
- ბენეფიტი: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სტაჟიორი მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.