9,150 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M2M1ESYC გამოქვეყნდა 24 სექ 11 ნახვა

ჯიარჯი

ჯიარჯი

ტრანსპორტის მენეჯერი

ჯიარჯი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

კომპანია "ჯიარჯი" 2013 წელს დაფუძნებული და წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მათთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზებულ, დინამიურად მზარდ კომპანიას. დღეს "ჯიარჯი" წარმატებით ახორციელებს პროექტებს აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საგზაო ტექნიკა და სრულად დანერგილი ხარისხის კონტროლის სისტემები.

კომპანია "ჯიარჯი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული მსუბუქი და მძიმე-სამშენებლო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაზიანებების აღმოფხვრისა და შეკეთების პროცესის ზედამხედველობა;
  • სათადარიგო ნაწილებისა და დანადგარების/ტექნიკის შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიის ბალანსზე არსებული მანქანა-დანადგარებისათვის გახარჯული მასალის აღრიცხვა;
  • შესყიდული ნაწილების ტრანსპორტირების კოორდინირება;
  • მძღოლებისა და ოპერტორების მართვა და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსისა და სპეც-ტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • სატრანსპორტო საშუალებების ტექ-დათვალიერებების ვადის კონტროლი, ტექ-დათვალიერების დაგეგმვა და გატარების კონტროლი;
  • ავარიის შედეგად დაზიანებული ტექნიკის შეფასებასთან დაკავშირებით კონტაქტი სადაზღვეოსთან და შესაბამის სერვის-ცენტრებთან;
  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა;
  • პერიოდულად რეპორტინგის წარმოება დირექტორთან მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული თვისებები:

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე, სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტრანსპორტის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯიარჯი"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ ვებსაიტი: https://grgroup.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯიარჯი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა