მასალათმცოდნე/ტექნიკური სპეციალისტი
მასალათმცოდნე / ტექნიკური სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
- კონსტრუქციული მასალების (ფოლადები, შენადნობები, პოლიმერები, მჭიდები/ჰერმეტიკები) და ტექნიკური სითხეების (ინდუსტრიული/ჰიდრავლიკური ზეთები, საპოხები) ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და თავსებადობის შეფასება.
- პროდუქციის თანმხლები სერტიფიკატების, ხარისხის პასპორტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის აუდიტი/შემოწმება.
- შესყიდვებისა და საინჟინრო გუნდებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება და პროდუქციის შერჩევაში მონაწილეობა.
- მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან (ГОСТ, ISO, DIN, MIL, ASTM, EN და ა.შ.) შესასყიდი რესურსების შესაბამისობის დადგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (მასალათმცოდნეობა, მეტალურგია, ქიმიური/მექანიკური ინჟინერია ან მომიჯნავე მიმართულება).
- სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიულ, საწარმოო, სამშენებლო ან ლაბორატორიულ სექტორში.
- სტანდარტებთან მუშაობა: ГОСТ/ISO/ASTM და ა.შ. სტანდარტებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
- ტექნიკური ცოდნა: ფოლადის/ლითონთა თვისებების, კოროზიის საფუძვლებისა და ტექნიკური სითხეების/საპოხების ძირითადი მახასიათებლების ცოდნა.
- საინფორმაციო ტექნოლოგიები: MS Office (განსაკუთრებით MS Excel) პროგრამების კარგი ცოდნა.
- ენები: ტექნიკური რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციასა და სტანდარტებში ორიენტაციის დონეზე).
საკონტაქტო პირი: ნანა ჟვანია, Mail მობ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.