9,007 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MG0G1DYB გამოქვეყნდა 23 სექ 8 ნახვა

Hash Bank

Hash Bank

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

Hash Bank გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

  • პოზიციის დასახელება: IT Support specialist
  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა (ადგილზე და დისტანციურად);
  • კომპიუტერული ტექნიკის (Desktop/Laptop), პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა;
  • ოპერაციული სისტემების (Windows 10/11, macOS) და საოფისე პროგრამების გამართვა;
  • მომხმარებლების მართვა Active Directory-ში ან Azure AD (Entra ID)-ში (პაროლების აღდგენა, წვდომების მინიჭება);
  • შიდა ქსელის (LAN/Wi-Fi) მონიტორინგი და საბაზისო პრობლემების აღმოფხვრა;
  • Ticketing სისტემაში შემოსული მოთხოვნების დროული დამუშავება და რეაგირება;
  • ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს მომზადება (Onboarding);
  • თანამშრომლების Offboarding პროცესების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Windows-ის ოპერაციული სისტემების ცოდნა;
  • კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) დეტალური ცოდნა და დაზიანების დადგენის უნარი; ** ქსელური პროტოკოლების და სერვისების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP, VPN);
  • Microsoft 365 (Outlook, Teams, OneDrive) საბაზისო ცოდნა; • Google Workspace: საოფისე პროგრამების, Outlook-ის და ღრუბლოვანი სერვისების ადმინისტრირება. • დისტანციური მხარდაჭერის ხელსაწყოების ფლობა (TeamViewer, AnyDesk, RDP);
  • iOS და Android: კორპორატიული ფოსტის (Outlook) და უსაფრთხოების სერტიფიკატების დაყენება მობილურ მოწყობილობებზე;
  • Helpdesk სისტემებთან მუშაობა: გამოცდილება ისეთ პროგრამებთან, როგორიცაა Jira Service Management, Zendesk ან მსგავსი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკურ დონეზე);

უნარები:

  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი (Troubleshooting);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩაითვლება უპირატესობად:

  • შესაბამისი სერტიფიკატების ფლობა (CompTIA A+, CCNA, Microsoft Fundamentals);
  • ITIL ან მსგავსი ტიპის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, 2026. სათაურის ველში მიუთითეთ: IT Support Specialist

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე. სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hash Bank
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა