8,610 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MGBME0DJ გამოქვეყნდა 14 სექ 3 ნახვა

Alpen Pharma AG-ს წარმომადგენლობა

Alpen Pharma AG-ს წარმომადგენლობა

სამედიცინო წარმომადგენელი - რესპირაციული მიმართულება

Alpen Pharma AG-ს წარმომადგენლობა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ოქტ

შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია "Alpen Pharma AG"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, რესპირაციული მიმართულებით, თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ:

ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ექიმებთან ეფექტური პროფესიული კომუნიკაციის უნარი და სურვილი, განვითარდეს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის რესპირაციული მიმართულების პროდუქტების პროფესიული და ეთიკური პრომოცია სამიზნე ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებში
  • ექიმებთან და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებთან გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება
  • სამიზნე აუდიტორიისთვის პროდუქტების სამედიცინო და სამეცნიერო ინფორმაციის ეფექტურად წარდგენა
  • განსაზღვრულ ტერიტორიაზე ვიზიტების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება კომპანიის სტანდარტებისა და ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად
  • გაყიდვების მიზნებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) შესრულებაზე მუშაობა
  • ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ექიმების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
  • პროდუქციის გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა
  • სამედიცინო კონფერენციებში, სემინარებში, მრგვალ მაგიდებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა
  • მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • კომპანიის შიდა სტანდარტების, ეთიკური პრინციპებისა და შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა
  • შესრულებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
  • სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
  • რესპირაციულ მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • ფარმაცევტული ბაზრისა და სამედიცინო წარმომადგენლის მუშაობის სპეციფიკის კარგი ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
  • MS Office პროგრამების — Word, Excel, PowerPoint — კარგი ცოდნა;
  • მოქმედი მართვის მოწმობა
  • პირადი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები:

  • ეფექტური პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი
  • ექიმებთან პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების უნარი
  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკების ცოდნა
  • დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • სამუშაო დროისა და ტერიტორიის სწორად დაგეგმვა
  • მაღალი პასუხისმგებლობა და თვითორგანიზებულობა
  • ინიციატივიანობა და პროაქტიულობა
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • სწრაფად სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი

გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პროფესიული წარდგენის მიმართულებით გავლილი ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
  • პროფესიულ და კარიერულ განვითარებას
  • სისტემურ ტრენინგებსა და პროდუქტის შესახებ პროფესიულ სწავლებას
  • მოტივირებულ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ სამოტივაციო სისტემას
  • სამუშაოსთვის საჭირო კორპორატიულ მხარდაჭერას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2026 წლის 01 ოქტომბრისა მეილზე:

CV-ის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: "სამედიცინო წარმომადგენელი — რესპირაციული მიმართულება".

"Alpen Pharma AG" მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. შერჩევის შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შესაბამის კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Alpen Pharma AG-ს წარმომადგენლობა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა