9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MHQHTNDW გამოქვეყნდა 12 ოქტ 47 ნახვა

იბერია სტარ გრუპი

იბერია სტარ გრუპი

რესტორნებისა და კვების ბლოკის მენეჯერი

იბერია სტარ გრუპი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ნოე

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქუჩა

პოზიციის შესახებ შპს „იბერია სტარ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნებისა და კვების ბლოკის მენეჯერის პოზიციაზე.

მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კვების მიმართულების სრულ და ეფექტურ მართვაზე, რომელიც მოიცავს: - სხვადასხვა კონცეფციის რესტორანს; - სავაჭრო ცენტრში არსებულ Fast Food ობიექტს; - ცენტრალურ კვების ბლოკს; - ნახევარფაბრიკატების წარმოებას; - მზა და ნახევარფაბრიკატი პროდუქციის განაწილებას სხვადასხვა კვების ობიექტში. - ვეძებთ ძლიერ მენეჯერს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე კვების ობიექტის ერთიანი სისტემით მართვა, ხარჯების კონტროლი, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და გაყიდვების ზრდა.

ძირითადი მოვალეობები - რესტორნების მართვა - სამი რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და კონტროლი; - თითოეული ობიექტის სამუშაო პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვა და კონტროლი; - სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი; - გაყიდვების ზრდის ღონისძიებების დაგეგმვა; - მენიუს, ფასებისა და შეთავაზებების ეფექტიანობის კონტროლი; - სერვისის, სამზარეულოსა და ბარის თანამშრომლების კოორდინაცია; - სამუშაო გრაფიკების შედგენა და პერსონალის დატვირთვის ოპტიმიზაცია.

Fast Food ობიექტის მართვა - სწრაფი მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა; - პიკის საათებში ოპერაციების ეფექტური მართვა; - შეკვეთის მიღებიდან გაცემამდე დროის კონტროლი; - პროდუქციის დანაკარგების შემცირება; - გაყიდვების, საშუალო ჩეკისა და შეკვეთების რაოდენობის ზრდა; - პერსონალის პროდუქტიულობის კონტროლი.

ცენტრალური კვების ბლოკი / ნახევარფაბრიკატების საწარმო - მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ცენტრალური კვების ბლოკის მუშაობის ორგანიზებაზე: - წარმოების ყოველდღიური გეგმის შედგენა; - საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრა; - წარმოების მოცულობების დაგეგმვა; - ნახევარფაბრიკატების წარმოების ორგანიზება; - პროდუქციის ხარისხის კონტროლი; - ტექნოლოგიური პროცესების დაცვა; - პროდუქციის შეფუთვისა და შენახვის კონტროლი; - სხვადასხვა ობიექტისთვის პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა; - ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ნაშთების კონტროლი.

Food Cost-ის კონტროლი - მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა იქნება კვების თვითღირებულების კონტროლი. - Food Cost-ის რეგულარული ანალიზი; - ნორმატიული და ფაქტობრივი ხარჯების შედარება; - პროდუქციის ჩამოწერების კონტროლი; - დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება; - პორციების სტანდარტიზაცია; - რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების დაცვა; - თვითღირებულების ზრდის მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა. - მიზანია — პროდუქტის ხარისხის შენარჩუნება და პარალელურად კვების მიმართულების მომგებიანობის უზრუნველყოფა.

შესყიდვები და მომწოდებლები - საჭირო პროდუქციისა და ნედლეულის შესყიდვების დაგეგმვა; - მომწოდებლების შერჩევისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა; - ფასების შედარება; - ხარისხისა და ფასის ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფა; - პროდუქციის მიღების კონტროლი; - მომწოდებლების შესრულების მონიტორინგი; - მარაგების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება.

პერსონალის მართვა - კვების მიმართულების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება; - თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა; - ახალი თანამშრომლების ადაპტაცია; - სამუშაო სტანდარტების დანერგვა; - პერსონალის ტრენინგი; - დისციპლინის კონტროლი; - თანამშრომლების შეფასება; - KPI სისტემის დანერგვა; - პერსონალის მოტივაციის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა. - ხარისხი და სურსათის უვნებლობა

მენეჯერი უზრუნველყოფს: - ჰიგიენური სტანდარტების დაცვას; - სურსათის უვნებლობის პროცედურების შესრულებას; - HACCP-ის მოთხოვნებთან შესაბამისობას; - პროდუქციის შენახვის პირობების კონტროლს; - ტემპერატურული რეჟიმების კონტროლს; - სამზარეულოსა და საწარმოო სივრცეების სისუფთავეს; - შიდა კონტროლის სისტემის მუშაობას.

ფინანსური და საოპერაციო კონტროლი

მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება: - კვების ობიექტების ბრუნვის კონტროლზე; - ხარჯების კონტროლზე; - Food Cost-ის კონტროლზე; - Labor Cost-ის კონტროლზე; - ნარჩენებისა და დანაკარგების კონტროლზე; - ბიუჯეტის შესრულებაზე; - ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადებაზე. - ძირითადი KPI-ები - მენეჯერის მუშაობა შეფასდება, მათ შორის, შემდეგი მაჩვენებლებით: - KPI შეფასების მიმართულება - გაყიდვების ბრუნვა ზრდა / გეგმის შესრულება - Food Cost დადგენილი ნორმის ფარგლებში - Labor Cost ოპტიმალური დონე - საშუალო ჩეკი ზრდის დინამიკა - სტუმრების რაოდენობა ზრდის დინამიკა - Fast Food-ის შეკვეთები რაოდენობა / ზრდა - მომსახურების სიჩქარე სტანდარტის შესრულება - დანაკარგები შემცირება - პროდუქციის ჩამოწერები კონტროლი - სტუმრების კმაყოფილება შეფასება / უკუკავშირი - ცენტრალური წარმოება გეგმის შესრულება - დროული მიწოდება % შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები აუცილებელია: - მინიმუმ 5–7 წლიანი გამოცდილება HoReCa-ს სფეროში; - მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - რამდენიმე კვების ობიექტის მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - Food Cost-ისა და Labor Cost-ის მართვის ცოდნა; - შესყიდვების და მარაგების მართვის გამოცდილება; - პერსონალის მართვის გამოცდილება; - HACCP-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა; - ფინანსური და საოპერაციო ანგარიშების ანალიზის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; - ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციური უნარები.

უპირატესობად ჩაითვლება: - სასტუმროს რესტორნების მართვის გამოცდილება; - ცენტრალური სამზარეულოს/კვების საწარმოს მართვის გამოცდილება; - ნახევარფაბრიკატების წარმოების გამოცდილება; - ახალი რესტორნის გახსნის გამოცდილება; - საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - დიდ და მრავალფუნქციურ პროექტში მუშაობას; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - შედეგებზე მიბმულ ბონუსურ სისტემას; - მენეჯერულ პოზიციას რეალური პასუხისმგებლობითა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: CV; წინა სამუშაო გამოცდილების დეტალური აღწერა; მინიმუმ 2 რეკომენდაცია/რეფერენსი; განხორციელებული რესტორნის ან კვების პროექტების ჩამონათვალი; სასურველი ანაზღაურება; მოკლე ხედვა — „როგორ ავამუშავებდი აღნიშნულ კვების მიმართულებას პირველ 90 დღეში“. ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილებისა

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა