კურიერი ავტომობილით
განცხადების აღწერა
კურიერი (ავტომობილით)
ჩვენს შესახებ:
"ლავლი როუზის" არის ყვავილების მაღაზია თბილისში, ფილიალით: ვაკეში. Google-ის შეფასებების მიხედვით, ვართ ყველაზე მაღალრეიტინგული ყვავილების მაღაზია საქართველოში და ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ გამორჩეულ სერვისს, რომელიც არა მხოლოდ შეკვეთების მომზადებას, არამედ მათ პროფესიონალურ მიწოდებასაც მოიცავს. ამჟამად ვეძებთ კურიერს, რომელიც ამ პროფესიონალური სერვისის გაწევაში დაგვეხმარება.
ძირითადი მოვალეობები:
- ყვავილების დროული და უსაფრთხო მიტანა მომხმარებლამდე
- შეკვეთის მიღება ფილიალიდან და მისამართის მიხედვით გადაადგილება
- შეკვეთების ჩაბარება ყურადღებით და ზრდილობიანად
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ტელეფონით კომუნიკაცია
- მენეჯერთან კოორდინაცია შეთანხმებულ სამუშაო დღეებში
ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი, ვიზუალურად მოწესრიგებული ავტომობილი
- დრესკოდი: დაცული უნდა იყოს პირადი ჰიგიენა, ჩაცმულობა: არასპორტული - დახურული ფეხსაცმლით.
- მართვის მოწმობა და მანქანის მართვის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება
- მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული) - ორივეს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა
- ზრდილობიანი და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
- Google Map-ით გადაადგილების გამოცდილება
- ქალაქის ქუჩების და უბნების დეტალური ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 3-4 დღე (კონკრეტული დღეები შეთანხმების საფუძველზე)
- შეკვეთები მაქსიმალურად იქნება დალაგებული ერთი მიმართულებით მიხედვით.
ანაზღაურება:
ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებულ შეკვეთებზე:
- უბნები ანაზღაურება თითო შეკვეთაზე
- თბილისის მასშტაბით 12₾ (სტანდარტული ზომის შეკვეთა)
- აეროპორტი, ლილო, წყნეთი. 20₾ (სტანდარტული ზომის შეკვეთა)
- რუსთავი, მცხეთა 30₾ (სტანდარტული ზომის შეკვეთა)
- ყვავილების ახალი პარტიის მოწოდება 20-25₾ (დამოკიდებულია მისამართზე)
- ქალაქგარეთ მიწოდება შეთანხმების საფუძველზე
მისამართი: ვაკე, ფალიაშვილის 38
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული Google-ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc3JoWzK2Zezw6q-Docu5IMSeht3Fin1GgwdLCZq1JBzfEQ9A/viewform?usp=header
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.