მერჩენდაიზერი
შპს "გუდ კომპანი", ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი. სრული განაკვეთი: კვირში 6 დღე - 7 საათიანი გრაფიკი. განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
ანაზღაურება: 1200₾.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მოვალეობები:
- მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი.
- აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა.
- მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
- სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა.
- ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.