8,996 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MSMDN37M გამოქვეყნდა 25 სექ 9 ნახვა

ალტა

ალტა

მძღოლი

ალტა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მძღოლი.

ჩვენ ვართ "ალტა", ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება;
  • კომპანიის ლოკაციებზე ინვენტარის მიწოდება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის ტრანსპორტირება დანიშნულ მისამართებზე;
  • მარშრუტების დაგეგმვა და მოძრაობის ცვლილებებზე (საცობები, ალტერნატიული გზები) ოპერატიული რეაგირება;
  • ავტომობილის ტექნიკურად გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • დაზიანების ან გაუმართაობის შესახებ ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება და სარემონტო სამუშაოების დროული ორგანიზება;
  • საწვავის ლიმიტის კონტროლი;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა - ბ კატეგორია;
  • მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
  • ქალაქის (რეგიონების) კარგი ცოდნა და ნავიგაციის აპლიკაციით სარგებლობის უნარი;
  • უსაფრთხო მართვის ისტორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურების კულტურა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/NCElUdAe

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ალტა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა