ქოლცენტრის ოპერატორი
შპს "აკა" ბაზარზე არის წარმოდგენილი, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრით მერსედეს-ბენცის ავტომობილების გაყიდვას და სერვისს. შპს. "აკა" არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.mercedes-benz.ge
შპს "აკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქN6 (ვაკე-საბურთალო) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00, შაბათი 9:00-13:00 ანაზღაურება თვეში: 1300 ლარიდან (ხელზე ასაღები)
სამუშაოს აღწერა:
- შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება.
- შემოსულ ზარებზე ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. კომპეტენციის ფარგლებში სათადარიგო ნაწილებსა და მომსახურების სტანდარტულ ფასებზე ინფორმაციის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება საკითხთან დაკავშირებულ თანამშრომელთან.
- მომხმარებელთა გადამისამართება ან მათი საკონტაქტო ინფორმაციისა და მოთხოვნის მიწოდება ავტომობილების გაყიდვების სამსახურისთვის.
- მომხმარებელთან/პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის რეესტრის წარმოება.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში.
- აუცილებელია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
- მზარდ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
- კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
შერჩევის მეთოდი: ინდივიდუალური გასაუბრება
თუ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.