9,111 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NF8V0XVR გამოქვეყნდა 9 სექ 70 ნახვა

მაქსიმა

მაქსიმა

შოურუმის პროდუქციის მონტაჟის სპეციალისტი

მაქსიმა გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1600 / თვეში ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის პროდუქციის მონტაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი); სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე; დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე; ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109; ანაზღაურება: 1600 ლარი (ფიქსირებული); ადგილების რაოდენობა: 1

ჩვენი ბენეფიტი:

  • კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • სტენდებზე პროდუქციის ნიმუშების განთავსება;
  • არსებული ნიმუშების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება;
  • სტენდების აწყობა, შეკეთება და მოწესრიგება;
  • პროდუქციის მონტაჟის პრინციპებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
  • სამუშაო ხელსაწყოების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
  • დაზიანებული ან გაუმართავი ნიმუშების დროულად გამოვლენა;
  • სტენდებისა და პროდუქციის ვიზუალური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

  • თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ტელ. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "პროდუქციის მონტაჟის სპეციალისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.

შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მაქსიმა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა