9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NRZGWH1Q გამოქვეყნდა 20 ოქტ 14 ნახვა

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

პაციენტთა გადამყვანი / რეინჯერი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა გადამყვანის (რეინჯერი) პოზიციაზე. “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი” ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა სამუშო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, ან 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს.

ძირითადი მოვალეობები: - პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება ჰოსპიტლის შიდა სივრცეში: დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე, საოპერაციოსა და პალატაში; - პაციენტის ასისტირება საჭიროების შემთხვევაში; - პაციენტის გადაწვენა საწოლიდან საწოლზე,გადატრიალება და დახმარება; - უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სავალდებულო საშუალო განათლება; - სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები: - ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი; - დროის ეფექტურად გამოყენება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში; ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი). დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა