9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NTNN1Z6M გამოქვეყნდა 17 ოქტ 42 ნახვა

ადმინისტრატორი/კოორდინატორი

შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში −7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,294 ₾ · 105 განცხადება ბოლო ვადა: 14 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

«ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი» აცხადებს ვაკანსიას: პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (ონლაინ VET / ელექტრონული ჟურნალი) ადმინისტრატორი/კოორდინატორი; სამუშაო გრაფიკი: სრული

პოზიციის მიზანი: პროფესიული განათლების პროცესების მართვის საინფორმაციო სისტემის (ონლაინ VET) უწყვეტი, გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სისტემაში ჩართული მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები) ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერის გაწევა მონაცემთა სიზუსტისა და დროული ასახვის მიზნით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მონაცემთა ბაზების მართვა: ონლაინ VET სისტემაში სტუდენტების, მასწავლებლების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო მოდულების შესახებ მონაცემების დროული შეყვანა, განახლება და კონტროლი. - სასწავლო პროცესის ასახვა: სისტემაში სასწავლო ცხრილების, კალენდარული გეგმების, სტუდენტთა დასწრებისა და შეფასებების ჟურნალების გენერირება და მართვა. - მხარდაჭერა: სისტემის მომხმარებლებისთვის (პროფესიული განათლების მასწავლებელი და პროფესიული სტუდენტები) ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციების გაწევა, სისტემაში შესვლასთან (ავტორიზაციასთან) და მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა. - მონიტორინგი და რეპორტინგი: ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლების მიერ სტუდენტთა დასწრებისა და შეფასებების დროულად და სიზუსტით შეყვანის მონიტორინგი. საჭიროებისამებრ, სტატისტიკური მონაცემების, ამონაწერებისა და ანგარიშების (რეპორტების) მომზადება ადმინისტრაციისთვის. - ხარვეზების მართვა: პროგრამული შეფერხების გამოვლენის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამის ტექნიკურ/მხარდამჭერ გუნდთან (სამინისტროს ბაზის ადმინისტრატორებთან ან IT სამსახურთან) დროული კომუნიკაცია მის აღმოსაფხვრელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (განათლება და გამოცდილება): - განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით). - გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე, მონაცემთა ბაზებთან, ელექტრონულ რეესტრებთან ან საგანმანათლებლო საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. - პროგრამების ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel - საშუალო ან მაღალ დონეზე) საფუძვლიანი ცოდნა. - დამატებითი ცოდნა: სასურველია პროფესიული განათლების კანონმდებლობისა და სასწავლო პროცესის თავისებურებების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები: - ყურადღება დეტალების მიმართ: ციფრებთან, პერსონალურ მონაცემებსა და შეფასებებთან მაღალი სიზუსტით მუშაობის უნარი. - კომუნიკაცია: გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; მომხმარებელთან (სტუდენტთან, მასწავლებელთან) ეფექტიანი და თავაზიანი ურთიერთობის უნარი. - პრობლემის გადაჭრა: ანალიტიკური აზროვნება და ტექნიკური შეფერხებების დროს სწრაფი რეაგირების უნარი; - დროის მენეჯმენტი: რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და დადგენილ ვადებში (დედლაინებში) ამოცანების შესრულების უნარი.

სამუშაო პირობები და შრომის ანაზღაურება: - სამუშაო ადგილი: მახინჯაური თამარ მეფის გამზირი N38; - სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე; - შრომის ანაზღაურება:1200 ლარი (დარიცხული ); - გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ; - დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული განვითარების/ტრენინგების ხელშეწყობა;

კონკურსის ეტაპები: - განცხადებების გადარჩევა; - გასაუბრება ; - საბოლოო შერჩევა; - დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან; - კონკურსის ყველა ეტაპის (მათ შორის გასაუბრების) წარმატებით გავლილი კანდიდატი დაინიშნება გამოსაცდელი ვადით 3 (სამი) თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი, მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა