8,568 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NWZP6EW0 გამოქვეყნდა 12 სექ 3 ნახვა

ვაით სეილსი

ვაით სეილსი

მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერი

ვაით სეილსი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

White Sails Residential Hotel ეძებს გუნდის ახალ წევრს მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

White Sails Residential Hotel მდებარეობს ბათუმის ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში. თანამედროვე საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი სტუმრებს სთავაზობს როგორც მშვიდ ზღვისპირა ატმოსფეროს, ასევე მარტივ წვდომას ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან.

სასტუმრო აერთიანებს სრულად აღჭურვილი აპარტამენტების მრავალფეროვნებას, ღია აუზს, სპა და ფიტნეს სივრცეებს, საბავშვო მოედნებს, გამწვანებულ ეზოს, რესტორნებს, ბარებსა და დასვენებისთვის შექმნილ თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

ჩვენ ვქმნით მეგობრულ, ენერგიულ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს, გაიუმჯობესოს პროფესიული უნარები და შექმნას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვენი სტუმრებისთვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი White Sails Residential Hotel-ის წარმატების ნაწილი!

ძირითადი მოვალეობები: - მფლობელებთან ყოველდღიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მათ მოთხოვნებზე დროული რეაგირება; - მფლობელებთან ურთიერთობის დესკის ყოველდღიური ოპერირების მართვა და კონტროლი; - მფლობელებისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება და დროული გაგზავნა; - აპარტამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა და სისტემატიზაცია; - Front Desk, Housekeeping და ტექნიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია მეპატრონეების აპარტამენტებთან დაკავშირებული საკითხების სწრაფად და ეფექტურად მოსაგვარებლად; - მფლობელების შეკითხვების, მოთხოვნებისა და საჩივრების პროფესიონალურად და ოპერატიულად მართვა; - აპარტამენტების სტატუსის, მომსახურების ხარისხისა და დეტალების მონიტორინგი; - მფლობელებთან კომუნიკაციის ისტორიის, დოკუმენტაციისა და მონაცემების სწორი აღრიცხვა; - ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი მომსახურების სტანდარტის მქონე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; - მფლობელებთან ურთიერთობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმროს მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში სასურველია; - სასტუმროს ოპერაციებში ან სტუმართან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება; - ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); - სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება სასურველია;

აუცილებელი უნარები: - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; - სტუმარზე და მეპატრონეებზე ორიენტირებული მიდგომა; - პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი; - გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - პრიორიტეტების მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოდით ლინკზე და გაგვიზარეთ CV/რეზიუმე: https://whitesails.selfrecruit.ge/s/FRsmq

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვაით სეილსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა