9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NYQRKDYJ გამოქვეყნდა 6 ოქტ 20 ნახვა

საქმეთა მწარმოებელი

დეკოლაინი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

კომპანიის შესახებ:

"დეკოლაინი" დლ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და სარემონტო სამუშაოებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ერთიან საოპერაციო მოდელს: დამტკიცებულ ბიზნეს-პროცესებს, დოკუმენტბრუნვის სტანდარტს, უფლებამოსილებათა ლიმიტებსა და გაზომვად შედეგებს.

პოზიციის დანიშნულება:

სამუშაო საქმეთა მწარმოებელი პასუხისმგებელია ობიექტზე სამუშაოების ორგანიზებასა და მართვაზე მობილიზაციიდან ჩაბარებამდე, დამტკიცებული საბაზისო გეგმის, ბიუჯეტის, საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანიის ძირითადი წესი: ეტაპი დასრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი დოკუმენტი შექმნილია და სისტემაშია რეგისტრირებული. ზეპირი შეთანხმება ვალდებულებად არ ითვლება.

ფუნქციები და მოვალეობები:

ობიექტის მომზადება და მობილიზაცია:

  • კალენდარული გრაფიკის შედგენა და საბაზისო გეგმის დამტკიცებაში მონაწილეობა
  • ობიექტის საწყისი მდგომარეობის აქტისა და რისკების სიის მომზადება
  • მობილიზაციის ორგანიზება: შემოღობვა, დროებითი ელექტრო- და წყალმომარაგება, ობიექტის საწყობი
  • გეოდეზიური აღნიშვნის ორგანიზება და საბაზისო ნიშნულების დაფიქსირება
  • სამუშაო ფრონტის მიღება დამკვეთისგან მიღება-გადაცემის აქტით

ქვეკონტრაქტორების მართვა:

  • ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების შერჩევა და მართვა
  • ფრონტისა და მასალის გადაცემა ოქმით
  • შესრულებული სამუშაოს აზომვა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება
  • ქვეკონტრაქტორის ანაზღაურების საფუძვლის მომზადება მხოლოდ გაფორმებული აქტით

ობიექტის ოპერაციული მართვა:

  • სამუშაოების ყოველდღიური ორგანიზება და სამუშაო ძალის განაწილება
  • ობიექტის დღიური ჟურნალის წარმოება და პროგრესის ფოტოფიქსაცია
  • კვირეული ანგარიშის წარდგენა კომპანიის დირექტორისთვის
  • მომიჯნავე მხარეებთან კოორდინაცია და ობიექტის ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა

მატერიალური რესურსი:

  • მასალის მოთხოვნის წარდგენა არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე
  • მასალის მიღება ზედნადებით და მიღების ოქმის რეგისტრაცია 48 საათის განმავლობაში
  • მასალის შენახვის, შიდა გადაადგილებისა და ჩამოწერის აღრიცხვა
  • მასალის სერტიფიკატების რეესტრის წარმოება

ცვლილებების მართვა:

  • ცვლილებებისა და დამატებითი სამუშაოების დაფიქსირება ცვლილების მოთხოვნის ფორმით
  • ცვლილების შესრულება მხოლოდ დამკვეთის წერილობითი თანხმობის შემდეგ
  • ობიექტის ცვლილებების რეესტრის წარმოება

ხარისხის კონტროლი:

  • ფარული სამუშაოების მიღება დაფარვამდე, აქტითა და ფოტოფიქსაციით
  • ლაბორატორიული ტესტირებისა და ინჟინრული სისტემების გამოცდის ორგანიზება
  • შეუსაბამობის აქტებით (NCR) დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა
  • ავტორისა და დამკვეთის ზედამხედველობასთან თანამშრომლობა

შრომის უსაფრთხოება:

  • ობიექტზე დაშვება მხოლოდ ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ
  • უსაფრთხოების გეგმის შესრულება და უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების დაცვა

ჩაბარება, დემობილიზაცია და დახურვა:

  • აზომვითი უწყისის მომზადება, როგორც ფორმა No2-ის საფუძვლისა
  • შიდა ხარისხის აუდიტსა და დამკვეთთან ჩაბარებაში მონაწილეობა
  • ხარვეზების ოქმით დაფიქსირებული შენიშვნების აღმოფხვრა
  • დემობილიზაციის ორგანიზება და ობიექტის არქივის (მათ შორის As-Built მასალის) გადაცემა
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ობიექტის ფაქტიური მონაცემების სისრულის დადასტურება
  • საგარანტიო პერიოდში მიმართვებზე რეაგირების ორგანიზება

ფუნქციების გამიჯვნა:

კომპანიაში კონტროლის ფუნქციები გამიჯნულია: ერთი პირი პროცესს თავიდან ბოლომდე არ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, სამუშაო საქმეთა მწარმოებელი:

  • შესყიდვა: მასალასა და ტექნიკას ითხოვს, თუმცა შესყიდვას არ ახორციელებს. შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სამსახური.
  • ფინანსები: გადახდას პირადად არ ახორციელებს და არ ინიცირებს. გადახდა ხორციელდება მხოლოდ დამტკიცებული შეკვეთისა და გაფორმებული აქტის საფუძველზე.
  • ფორმა No2: ადგენს აზომვით უწყისს. ფორმა No2-ს ავსებს ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი.
  • ცვლილებები: ფასისა და ვადის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს. ცვლილება მტკიცდება დადგენილი ლიმიტებით.
  • უსაფრთხოება: უსაფრთხოების სპეციალისტის ვიზის გარეშე მობილიზაცია დასრულებულად არ ითვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • სამუშაოთა მწარმოებლად ან ობიექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
  • სასურველია 10 წელი და მეტი
  • კომერციული დანიშნულების ობიექტებზე (საოფისე, სავაჭრო, საცალო) მუშაობის გამოცდილება
  • ახალ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და შიდა სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება
  • რამდენიმე ქვეკონტრაქტორის ერთდროული მართვის გამოცდილება

განათლება:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით

პროფესიული ცოდნა:

  • არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინჟინრული ნახაზების კითხვა
  • სამუშაოთა მოცულობების დათვლა და აზომვა
  • სამშენებლო ნორმებისა და წესების, სამუშაოთა ტექნოლოგიისა და თანმიმდევრობის ცოდნა
  • საშემსრულებლო დოკუმენტაციის (აქტები, ოქმები, აზომვითი უწყისი) წარმოება
  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა

კომპიუტერული პროგრამები

  • MS Word და MS Excel — თავისუფლად

ენები:

  • ქართული — სრულყოფილად
  • ინგლისური ან რუსული — სასურველია (ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების გასაცნობად)

კომპეტენციები — კომპანიის ხუთი ღირებულება:

  • პროფესიონალიზმი: სამუშაოს ასრულებს ნორმისა და სტანდარტის შესაბამისად და შედეგს ადასტურებს აქტით, ოქმით ან ფოტოთი.
  • პასუხისმგებლობა: შედეგზე პასუხს აგებს ბოლომდე. პრობლემას თავად აფიქსირებს და ვადის დარღვევის რისკზე წინასწარ, წერილობით აფრთხილებს.
  • კეთილსინდისიერება: კომპანიის ფულს, მასალასა და დროს უფრთხილდება და მომწოდებლისგან პირად სარგებელს არ იღებს.
  • ერთგულება: ფიქრობს ობიექტის მთლიან შედეგზე და არა მხოლოდ საკუთარ მონაკვეთზე.
  • წინდახედულობა: რესურსს დროულად ითხოვს, რისკს ადრეულ ეტაპზე ავლენს და უსაფრთხოების წესს არ უგულებელყოფს.

უპირატესობა:

  • ინჟინრული სისტემების (ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კანალიზაცია, ვენტილაცია) მონტაჟისა და გაშვების გამოცდილება
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

შედეგის შეფასება:

საქმიანობა ფასდება გაზომვადი მაჩვენებლებით (KPI), ობიექტის გეგმისა და ფაქტის შედარები

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა