8425 live vacancies
← All vacancies

PPPBPEEK Posted 27 Aug 1 views

აღრიცხვის სპეციალისტი

სილქნეტი via jobs.ge
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

"სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას.

ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიის მიმართულებით.

სილქნეტში 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელთაც ინოვაცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. ჩვენთან სისწრაფე, მოქნილობა და ახალი გზების ძიება გადამწყვეტია.

სილქნეტი - ეს არის გარემო ნოვატორი და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, აქვთ სურვილი ჩაერთონ და მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე.

ტექნოლოგიური პროგრესი მართავს თანამედროვე სამყაროს. ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. გახდი შენც.

შემოგვიერთდი, ერთად მეტი შეგვიძლია!

მოიწონეთ https://www.facebook.com/silknet

ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=16448

განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე jobs.silknet.com, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია. შეგიძლიათ ერთჯერადად გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ თქვენი ელექტრონული პროფილი. ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).

Report this

About the employer
სილქნეტი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free