8,984 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q135R8VM გამოქვეყნდა 18 სექ 3 ნახვა

Melting Pot

Melting Pot

F&B მენეჯერი

Melting Pot გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

"Melting Pot" არის თანამედროვე ბურგერ-რესტორანი თბილისში, რომელიც ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის ლიდერს F&B მენეჯერის პოზიციაზე.

ობიექტი აერთიანებს თანამედროვე, დინამიკურ გარემოსა და ხარისხიან F&B სერვისს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროდუქტის ხარისხს, მომსახურების სტანდარტებს, გუნდურ მუშაობასა და სტუმრის გამოცდილებას.

გუნდი მოიცავს სამზარეულოს, სერვისისა და ბარის მიმართულებებს და მუშაობს სწრაფ, აქტიურ და სტუმარზე ორიენტირებულ გარემოში. ობიექტის მიზანია შექმნას თანამედროვე და გამორჩეული გასტრონომიული გამოცდილება, სადაც ხარისხი, ეფექტური ოპერირება და ძლიერი გუნდური კულტურა ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქ. 31

ძირითადი მოვალეობები:

  • რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა;
  • კომპანიაში არსებულ გუნდთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია და მართვა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და სტუმრის გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება;
  • სერვისის ხარისხის მონიტორინგი და გასაუმჯობესებლად შესაბამისი ტრენინგების ჩატარება
  • თანამშრომლების შერჩევა, ადაპტაცია, მოტივაცია, განვითარება და თანამშრომლების შეფასება;
  • სერვისის გუნდის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
  • სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების დაგეგმვა ობიექტის დატვირთვის შესაბამისად;
  • გაყიდვების, დამატებითი გაყიდვებისა (Upselling) და საშუალო ჩეკის ზრდაზე მუშაობა;
  • ფინანსური მაჩვენებლების, ხარჯების, მარაგებისა და დანაკარგების კონტროლი;
  • ინვენტარიზაციისა და პროდუქტის ნაშთების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთებისა და მიწოდებების კოორდინაცია;
  • შეფ-მზარეულთან და ბარის გუნდთან თანამშრომლობა მენიუსა და პროდუქტის განვითარებაზე;
  • სტუმრების უკუკავშირისა და პრეტენზიების დროული და პროფესიული მართვა;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა აქციების, ღონისძიებებისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვისას;
  • ჰიგიენის, სურსათის უვნებლობისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საოპერაციო პროცესების მუდმივი შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების გზების შემუშავება.

მოთხოვნები:

  • F&B მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • სამზარეულოს, ბარისა და სერვისის გუნდების მართვის გამოცდილება;
  • გუნდისთვის ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება;
  • ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და გუნდური მართვის უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი სრული - საჭიროების მიხედვით 5/2 (კვირაში 40 საათი)
  • ანაზღაურება- განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად
  • ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება (ღამის საათებში)

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მეილზე და თან დაურთეთ პოზიციის დასახელება - F&B მენეჯერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Melting Pot
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა