8848 активных вакансий
← Все вакансии

Q37AXT56 Опубликовано 25 авг 1 просмотров

ფლებოტომისტი/ლაბორატორიის მედდა

ევექსი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Медицина / фармация
По договорённости Приём откликов до

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის/ლაბორატორიის მედდის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტისთვის კვალიფიციური ლაბორატორიული მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი პროცესების გათვალისწინებით (როგორც ადგილზე, ასევე ბინაზე გამოძახების შემთხვევაში); ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; ** საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია; ** მონაცემების რეგისტრაცია სხვადასხვა პროგრამაში; ** საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება/პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი; ** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით; ** სასურველია 0-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა).

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
  • ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/4c0107fe-7122-48d5-9175-a26e1e3bb235

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ევექსი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех