9447 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QAPX0VTY გამოქვეყნდა 28 ოქტ 10 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

უნისონი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ბუღალტერიის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • საბანკო ამონაწერების ყოველთვიური დამუშავება და შესაბამისი ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა;
  • გადამზღვევლებთან და სადაზღვევო ბროკერებთან არსებული ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, შედარება და შესაბამისი მონაცემების სისწორის კონტროლი;
  • სადაზღვევო პროგრამიდან ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემების ექსპორტი და მათი სისწორის გადამოწმება;
  • იურიდიული დეპარტამენტისთვის ამოღებული თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
  • საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის უწყებაში;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ყოველკვარტალური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება რეპორტინგის სამსახურისთვის;
  • დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარსადგენი ყოველთვიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობა და მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მომზადება;
  • ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული ან ფინანსური გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
  • ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროგრამებისა და MS Excel-ის ცოდნა;
  • ფინანსური მონაცემების ანალიზისა და შეჯერების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანად მართვისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი ბუღალტერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა