ექსპედიტორი
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს "გეფა" ჯორჯია კაპიტალის (GCAP) ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას" ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს ისეთ კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის გუნდში ვეძებთ ტალანტს ექსპედიტორის პოზიციაზე.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
რას გთავაზობთ ჩვენ?!
** დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს; ** ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს; ** კვების დაფინანსებას.
ჩვენი სამუშაო პირობებია!
** ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით; ** სამუშაო გრაფიკი: დღეში 9 საათი (1 საათი შესვენება); ** მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13; ეველინა თავაძის 14 (ყოფილი ფეიქრების 14).
რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?
** დროულად, უშეცდომოდ შეასრულოს მასზე დაკისრებული სამედიცინო პროდუქციის გადაადგილება, ფილიალებთან, კონტრაგენტებთან და დანიშნულების ადგილზე პროდუქციის მიტანა; ** ფილიალებში/კონტრაგენტებთან მისვლის შემდეგ პასუხისმგებელ პირს გადასცეს მიტანილი პროდუქცია. პროდუქციის გადაცემა ასევე უნდა აწარმოოს მითვლით, ყუთების, პარკების რაოდენობის მიხედვით შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით; ** ტვირთის გადაადგილებისას, შემოწმებისას, დატვირთვისას, გადმოტვირთვისას უზრუნველყოს ტვირთის დაცულობა და უსაფრთხოება; ** უზრუნველყოს მასზე მინდობილი ტრანსპორტის, მუშაობისთვის საჭირო მოწყობილობების და დანადგარების სისუფთავე და გამართულობა.
რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?!
** საშუალო განათლება; ** მართვის მოწმობის B, C კატეგორია; ** საგზაო უსაფრთხოების და სატრანსპორტო გადაადგილების წესების ცოდნა/დაცვა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!
** გუნდთან მეგობრული და დროული კომუნიკაცია; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დისციპლინა; ** დაკვირვების უნარი.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@gepha.com (გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება) ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:
** კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; ** დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.
სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.