უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.
პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
- პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.
ანაზღაურება და ბონუსი
- პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში;
- 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში;
- დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.
განაცხადის წესი
- გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ:
- "გლდანი — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი"
- სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.
საკონტაქტო
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.