9909 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QDEF5MRD გამოქვეყნდა 20 ოქტ 24 ნახვა

ოფისის მენეჯერი

Sakura Properties გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1200 / თვეში −11% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,354 ₾ · 132 განცხადება ბოლო ვადა: 21 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Sakura Properties", პრემიუმ უძრავი ქონების საბროკერო კომპანია თბილისში, ეძებს თანამშრომელს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს ოფისის ყოველდღიური პროცესების ორგანიზებას, გუნდთან ეფექტურ კომუნიკაციას და ადმინისტრაციული საკითხების დამოუკიდებლად მართვას.

ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება შენთვის, თუ გიყვარს ორგანიზებულობა, ადამიანებთან ურთიერთობა და პროცესების მოწესრიგება.

ძირითადი მოვალეობები:

  • აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში (ელ-ფოსტა, კალენდარი, შეხვედრების დაგეგმვა);
  • დირექტორისთვის ვადების, შეხვედრების და პრიორიტეტების კონტროლი, დღის განრიგის შედგენა;
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება;
  • საოფისე მარაგებისა და საჭირო ნივთების მართვა;
  • კომპანიის დოკუმენტაციისა და ფაილების ორგანიზება;
  • თანამშრომლების ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია;
  • შეხვედრებისა და სხვადასხვა საოფისე აქტივობის ორგანიზება;
  • გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია და საჭირო საკითხების კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელისა და გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა მიმდინარე დავალებისა და მცირე პროექტის დამოუკიდებლად მართვა;

შენ გეძებთ თუ:

  • ორგანიზებულობა შენი ძლიერი მხარეა და გეგმების შედგენა ნამდვილად გიყვარს;
  • შეხვედრებზე ყოველთვის დროულად, ან ცოტა ადრე მიდიხარ;
  • გიყვარს ადამიანებისთვის საქმის გამარტივება;
  • შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე საკითხის მართვა ისე, რომ არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეს;
  • არ ელოდები ყოველთვის ინსტრუქციას და შეგიძლია დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება;
  • გაქვს მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ, ასისტენტის, კოორდინატორის ან მსგავს პოზიციაზე;
  • კარგად ფლობ საოფისე პროგრამებს და კომფორტულად მუშაობ ციფრულ პლატფორმებთან;
  • კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა - როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
  • პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდები და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვები;
  • ენერგიული ხარ, გიყვარს აქტიური სამუშაო გარემო და ადამიანებთან ურთიერთობა;
  • გინდა იმუშაო გარემოში, სადაც ყოველდღე რაღაც ახალს ისწავლი და ბიზნესის სხვადასხვა პროცესში ჩაერთვები.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ორგანიზებულობა და პრიორიტეტების მართვის უნარი.
  • პრობლემის დროულად დანახვა და გადაწყვეტილების შეთავაზება მანამ, სანამ ამის შესახებ სხვა გეტყვით
  • დეტალებზე ორიენტირებულობა (აუცილებელია)
  • კომუნიკაციის მაღალი კულტურა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად

რატომ უნდა გახდე Sakura-ს გუნდის ნაწილი:

  • სწრაფად მზარდი კომპანია, სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში
  • პროფესიონალური და თანამედროვე სამუშაო გარემო
  • ტრენინგების თანადაფინანსება და მუდმივი განვითარება
  • დადებითი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
  • დაზღვევის თანადაფინანსება

სამუშაო პირობები:

  • ხელფასი: 1200 ლარი (NET)
  • სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • ლოკაცია: მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ

კომპანიის გაცნობა შეგიძლია ჩვენს გვერდებზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

რეზიუმე კი და საინტერესო ინფორმაცია შენ შესახებ ამ ლინკის მეშვეობით გაგვიზიარე: https://docs.google.com/forms/d/1wg94ychRz9i9ajS7C8HFU4GDsPcrrUELIWi7NeQ9ke0/edit

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ქოლ-ცენტრის ოპერატორი (ჰიბრიდული)

ახალი
მიჰაუსი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევა · განცხადებაში მიმართე აქ
₾800 −47% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა