სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
აზიური სწრაფი კვების რესტორნების ქსელი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ კრეატიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სოციალური მედიის არხების განვითარებაზე, ციფრული მარკეტინგის კამპანიების მართვაზე, კონტენტის შექმნასა და ბრენდის ონლაინ კომუნიკაციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბახტრიონის ქ. №11ბ
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
სოციალური მედიის მართვა:
** Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და განვითარება;
** სოციალური მედიის სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმის შემუშავება;
** ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
** გამომწერების, ჩართულობისა და ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობა;
** სოციალური ქსელებიდან შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული კომუნიკაცია.
კონტენტის შექმნა:
** პოსტების, Stories-ის, Reels-ისა და სხვა ფორმატის კონტენტის დაგეგმვა და ტექსტების მომზადება;
** ვიდეოებისა და Reels-ისთვის კრეატიული იდეებისა და სცენარების მომზადება;
** ვიდეოკონტენტის გადაღება, მონტაჟი და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
** დიზაინერთან მუშაობა და ვიზუალური მასალების მოსამზადებლად ბრიფების მომზადება;
** ბრენდის ტონისა და ვიზუალური იდენტობის დაცვა.
ციფრული რეკლამა:
** Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო აუდიტორიების, კამპანიის მიზნების, ბიუჯეტებისა და კამპანიის სტრუქტურის განსაზღვრა;
** სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი და ანგარიშგება.
მარკეტინგული აქტივობები და ბრენდის განვითარება:
** მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ინფლუენსერებთან და კონტენტ-კრეატორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობების დაგეგმვა;
** კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** სოციალური მედიისა და მარკეტინგის ტრენდების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობასთან ადაპტირება;
** ახალი მარკეტინგული იდეების შეთავაზება და განხორციელება;
** საჭირო მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია.
ონლაინ გაყიდვების არხების მართვა:
** Glovo, Wolt და Bolt Food პლატფორმების მართვა;
** კომპანიის ვებგვერდის კონტენტის მართვა და განახლება;
** ონლაინ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანგარიშგება:
** სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი;
** Reach, Engagement, Impressions, Follower Growth და სხვა მაჩვენებლების ანალიზი;
** შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** მიღებული შედეგების საფუძველზე ახალი იდეებისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმის შექმნის გამოცდილება;
** Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** სარეკლამო აუდიტორიების, მიზნების, ბიუჯეტებისა და კამპანიის სტრუქტურის განსაზღვრის ცოდნა;
** სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების ცოდნა და შედეგების ანალიზის უნარი;
** Reach, Engagement, Impressions, Follower Growth და სხვა ძირითადი მაჩვენებლების ცოდნა;
** Canva-ს ან Adobe Creative Suite-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** HoReCa-ს ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ინფლუენსერებთან და კონტენტ-კრეატორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** TikTok-ისა და Instagram Reels-ის აქტუალური ტრენდების კარგი ცოდნა;
** Canva-ს ან Adobe-ის პროგრამების უფრო მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი;
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** კრეატიული და დინამიკური სამუშაო გარემო;
** განვითარებად აზიური სწრაფი კვების რესტორნების ქსელში მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობა;
** საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებში ჩართულობა.
განაცხადის გამოგზავნის წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე:
პორტფოლიოს არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენს მიერ შექმნილი სოციალური მედიის, ვიდეოკონტენტის ან განხორციელებული მარკეტინგული კამპანიების მაგალითებიც.
განაცხადის გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.