ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი
ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი (დისტანციური)
კომპანიის საქმიანობა: მოდური აქსესუარების საცალო გაყიდვები უშუალო ხელმძღვანელი: კომპანიის დამფუძნებელი სამუშაო ფორმატი: კვირაში 5 დღე, 30 საათი კვირაში; დისტანციური სამუშაო და თბილისში არსებულ 3 სავაჭრო ობიექტზე საჭიროებისამებრ ვიზიტები.
პოზიციის მიზანი:
კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია, მიმდინარე საკითხების მოგვარება, დავალებების დროულად შესრულება და დამფუძნებლის ადმინისტრაციული დატვირთვის შემცირება. ძირითადი პასუხისმგებლობები
1. ადმინისტრაციული საქმიანობა:
- ფორმების, განაცხადების, წერილებისა და დოკუმენტების მომზადება და შევსება.
- ადმინისტრაციული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება, დროული რეაგირება
2. სავაჭრო ობიექტების საოპერაციო მხარდაჭერა:
- ობიექტებიდან შემოსული მიმდინარე საკითხების მიღება და მოგვარების ორგანიზება.
- ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.
- საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტები.
- საოპერაციო პრობლემების სტატუსისა და მოგვარების ვადების კონტროლი.
3. ბრენდული და ვიზუალური მასალების ადმინისტრირება:
- ლოგოების, ფოტოების, პროდუქციის აღწერებისა და სხვა ფაილების ორგანიზება.
- სავაჭრო ცენტრებისთვის და პარტნიორებისთვის საჭირო მასალების მიწოდება.
- მარტივი ვიზუალური მასალების მომზადება ან კორექტირება, არსებული უნარების ფარგლებში.
4. მარკეტფლეისების ადმინისტრირება:
- პროდუქციის ბარათების შექმნა და განახლება.
- ფოტოების, აღწერებისა და მახასიათებლების ატვირთვა.
- პროდუქციის ინფორმაციის სიზუსტისა და სრულყოფილების შემოწმება.
- კატალოგის განახლების პროცესის კოორდინაცია.
5. დავალებებისა და ინფორმაციის მართვა:
- მიმდინარე დავალებების ერთიან სისტემაში აღრიცხვა.
- პრიორიტეტებისა და შესრულების ვადების კონტროლი.
- საჭირო ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
- ხელმძღვანელისთვის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების მოკლე ანგარიშის მომზადება.
აუცილებელი კომპეტენციები:
- საქმიანი კომუნიკაციის უნარი.
- Excel-ის პრაქტიკული ცოდნა.
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე.
- ციფრული ინსტრუმენტების სწრაფად ათვისების უნარი.
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება.
- დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრისა და რამდენიმე დავალების მართვის უნარი.
სასურველი კომპეტენციები (არასავალდებულო):
- ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საერთაშორისო პროექტში/ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
- მარკეტფლეისებთან მუშაობის გამოცდილება.
- Canva-ს ან მსგავსი ვიზუალური ინსტრუმენტების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200-1600 ლარი. ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და დამატებითი კომპეტენციების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრებისთვის დაკავშირება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.