სატვირთო ავტომობილის მძღოლი/კურიერი, მძღოლის დამხმარე/კურ.
"მერანი" არის საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ზომისა და მოცულობის გზავნილების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია გუნდის გასაძლიერებლად აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- სატვირთო ავტომობილის მძღოლი/კურიერი
- მძღოლის დამხმარე/კურიერი
ძირითადი მოვალეობები
სატვირთო ავტომობილის მძღოლი / კურიერი:
- გზავნილების მიღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიის წესების შესაბამისად;
- იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის გზავნილების დროული და უსაფრთხო მიწოდება;
- სხვადასხვა ზომისა და მოცულობის გზავნილების სატვირთო ავტომობილით ტრანსპორტირება;
- განსაზღვრული მარშრუტისა და ყოველდღიური დავალებების დროულად შესრულება;
- კომპანიის ავტომობილისა და გადაცემული გზავნილების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
მძღოლის დამხმარე / კურიერი:
- გზავნილების მიღება, ჩაბარება და აღრიცხვა;
- მძღოლის დახმარება გზავნილების დატვირთვის, გადმოტვირთვისა და მიწოდების პროცესში;
- გზავნილების უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და მომხმარებლისთვის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
- ყოველდღიური სამუშაო დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მძღოლი / კურიერის პოზიციისთვის:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ორივე პოზიციისთვის:
- სასურველია კურიერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია თბილისის უბნებისა და გზების კარგი ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- უსაფრთხოების წესების დაცვა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- განაკვეთი: სრული
- სამუშაო დღის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ყოველდღიურ მარშრუტსა და სამუშაოს შესრულების ტემპზე.
ანაზღაურება — ფიქსირებული + ბონუსი:
- სატვირთო ავტომობილის მძღოლი / კურიერი: საშუალოდ 1, 500-2, 200 ლარი
- მძღოლის დამხმარე / კურიერი: საშუალოდ 1, 300-2, 000 ლარი
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე.
ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ, რომელ პოზიციაზე აგზავნით განაცხადს: "სატვირთო ავტომობილის მძღოლი/კურიერი" ან "მძღოლის დამხმარე/კურიერი".
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ავტომატურად აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნებისთვის.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.