8,913 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

R5CA5Y6C გამოქვეყნდა 25 სექ 16 ნახვა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

დისტანციური მიკრო საკრედიტო ექსპერტი

საქართველოს ბანკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას: დისტანციური მიკრო საკრედიტო ექსპერტი - თბილისი

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის იდენტიფიკაცია, მათი საქმიანობისა და შემოსავლის ვალიდაცია ვიდეო ზარით; - მომხმარებლებისთვის ლიმიტის შეთავაზება/ლიმიტის აქტივაცია , საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია; - პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა; - პორტფელის ხარისხის მართვა; - ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან.

სავალდებულო მოთხოვნები: - განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება. - ენები: რუსული, ინგლისური - სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი : საბურთალოს ტერიტორია, გაზაფხულის N 18; ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

სავალდებულო ცოდნა, უნარები: - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; - ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი, 2026

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/distanciuri-mikro-sakredito-eksperti-tbilisi-tbilisi-nEmeT2?source=Hr.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა