ოფისის მენეჯერი
HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები:
- პოზიციის დასახელება: ოფისის მენეჯერი
- სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, 10:00-19:00.
- ოფისის მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის გამზირის 25/ლუკა ასათიანის
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია;
- დაცვის თანამშრომლებისა და დასუფთავების პერსონალის სამუშაო გრაფიკების შედგენა, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ორგანიზება;
- ფილიალში სისუფთავის, მოწესრიგებულობისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო და სხვა საჭირო ინვენტარის მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
- საჭირო ნივთებისა და მომსახურებების შესყიდვის/მომარაგების პროცესის კოორდინაცია;
- ფილიალში არსებული ტექნიკური ან საოპერაციო პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან მათი მოგვარების კოორდინაცია;
- ფილიალში მოსული მომხმარებლების დახვედრა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
- მომხმარებლისთვის კომფორტული და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
- რიგების, მომხმარებელთა ნაკადის და მომსახურების სივრცის ორგანიზებაში დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის მარტივი საოპერაციო საკითხების/პროცესების მიმართულების მიცემა;
- ფილიალის დოკუმენტაციის მოწესრიგება, დახარისხება და არქივირება;
- დოკუმენტების შენახვისა და არქივის წესების დაცვის კონტროლი;
- ფილიალის შიდა მასალების, ბეჭდების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების აღრიცხვა;
- ფილიალის გახსნისა და დახურვისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების კონტროლი;
- ფილიალის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
- ფილიალის ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა ადმინისტრაციული საკითხების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- ადმინისტრაციულ, საოფისე, მომსახურების, საბანკო ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (Google Workspace) საბაზისო ცოდნა;
- დოკუმენტების მოწესრიგების, დახარისხებისა და არქივირების უნარი;
- ადმინისტრაციული პროცესებისა და საოფისე საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- რუსული ენის კარგი ცოდნა - სავალდებულო;
- ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულო;
- ინგლისურ და რუსულ ენებზე მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდების უნარი;
- მომწოდებლებთან, დაცვისა და დასუფთავების პერსონალთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი;
- ოპერატიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
- სტრესულ გარემოში მშვიდად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: hiring@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი, 2026 წელი.
სათაური: ოფისის მენეჯერი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.