8,563 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RSMVGD45 გამოქვეყნდა 12 სექ 5 ნახვა

ბოუნდ სოლუშენს

ბოუნდ სოლუშენს

ატელიეს მკერავი

ბოუნდ სოლუშენს გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: ატელიეს მკერავი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: თბილისი, სამგორი

ძირითადი მოვალეობები: - მაღალი ხარისხის სამკერვალო სამუშაოების შესრულება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად; - ტანსაცმლის დეტალებზე ორიენტირებული დამუშავება შიდა და გარე ტექნიკების დაცვით; - ზუსტი, სუფთა და თანაბარი ნაკერების უზრუნველყოფა; - ქსოვილის ტექსტურის, ფორმისა და ხარისხის სათანადოდ შენარჩუნება მუშაობის ყველა ეტაპზე; - Draping და moulage ტექნიკებით მუშაობა(მანეკენზე სამოსის კონსტრუქცია); - ნიმუშების, პროტოტიპებისა და საბოლოო პროდუქციის შეკერვა; - საჭიროების შემთხვევაში ფიტინგების პროცესში მონაწილეობა და სამოსის იდეალური მორგების უზრუნველყოფა; - გადაკეთებების, კორექტირებებისა და ტექნიკური ცვლილებების შესრულება; - კონსტრუქტორთან, დიზაინერთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა; - სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან, ტექსტურებსა და ტექნიკურ დეტალებთან მუშაობა; - სამუშაო პროცესში სამკერვალო ტექნიკისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და ეფექტურად გამოყენება; - სამოსის ტექნიკური და ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა შესრულების ყველა ეტაპზე; - სამუშაო სივრცის, ტექნიკისა და მასალების მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება; - შეკვეთებისა და კოლექციების დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამკერვალო სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სამრეწველო საკერავ მანქანებთან (უთო, ოვერლოკი და სხვა შესაბამისი სამკერვალო ტექნიკა) მუშაობის გამოცდილება; - ნიმუშების, პროტოტიპებისა და საბოლოო პროდუქციის შექმნის გამოცდილება; - რთული კონსტრუქციისა და ტექნიკური სირთულის მქონე მოდელებზე მუშაობის გამოცდილება; - სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან, ტექსტურებთან და კონსტრუქციებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა; - ტანსაცმლის კონსტრუქციისა და სამკერვალო ტექნოლოგიების ცოდნა; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობისა და ხარისხიანი ხელით დამუშავებული დეტალების შექმნის უნარი; - ფიტინგების პროცესში მონაწილეობისა და კორექტირებების შესრულების უნარი; - გუნდურ გარემოში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვაზე ორიენტირებულობა; - ინტერესი მოდის, ხელსაქმისა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბოუნდ სოლუშენს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა