მხარდაჭერის გუნდის ლიდერი
შპს "სოფტგენი" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის გუნდის ლიდერის პოზიციაზე კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერის დეპარტამენტში (Full Time).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი) ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა)
პოზიციის მიმოხილვა:
მხარდაჭერის გუნდის ლიდერი პასუხისმგებელია მხარდაჭერის სპეციალისტების გუნდის ეფექტურ მუშაობაზე. ის უზრუნველყოფს კორპორატიული კლიენტების (ორგანიზაციების) პრობლემების დროულ და ხარისხიან გადაჭრას, წარმოქმნილ კითხვებზე პასუხის გაცემასა და კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის კლიენტის ბიზნეს პროცესებზე მორგებას. პოზიცია ასევე მოიცავს გუნდის განვითარებას, პროდუქტის ტესტირებასა და საკანონმდებლო შესაბამისობის კონტროლს კონკრეტული პროექტების ჭრილში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
გუნდის მენეჯმენტი და განვითარება:
- გუნდის წევრების დახმარება კორპორატიულ კლიენტებთან წამოჭრილი რთული და სპეციფიკური საკითხების მოგვარებაში, ცოდნის გაზიარება და ოპერატიული კონსულტაცია;
- ახალი თანამშრომლების ტრენინგის ჩატარება (საკუთარი პროგრამული პროდუქტების ცოდნა, ბიზნეს-კომუნიკაცია, სამუშაო პროცესები);
- გუნდის შესაძლებლობების მუდმივი განვითარება და კომპეტენციების ამაღლება.
კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა და ონბორდინგი:
- პარტნიორ ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან ეფექტიანი, პროფესიონალური კომუნიკაცია, პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- ახალი კორპორატიული კლიენტებისთვის ტრენინგებში მონაწილეობა და მათი კონსულტაცია;
- პოტენციური ორგანიზაციებისთვის პროგრამის პრეზენტაცია, მათი სპეციფიკური ბიზნეს პროცესების შესაბამისად მორგება და საკანონმდებლო შესაბამისობის კონსულტაცია.
ხარვეზების მართვა და პროგრამული ხარისხი:
- მხარდაჭერის სპეციალისტების მიერ მოწოდებული ხარვეზების ანალიზი და პროგრამული შეცდომის დადასტურებისას თასქის (task) დაფიქსირება შესაბამის სისტემაში;
- პროგრამული ხარვეზის გამოსწორების გაჭიანურების შემთხვევაში, დროებითი, შემოვლითი გადაწყვეტის (workaround) ან მანუალური მართვის სქემის შემუშავება კორპორატიული კლიენტების შეუფერხებელი მუშაობისთვის;
- პროგრამის ახალი ვერსიების საბოლოო ტესტირება (UAT) და ცვლილებების შესახებ ინსტრუქციის/მანუალის შემუშავება ორგანიზაციებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საჭირო კომპეტენციები:
- გუნდის მართვისა და სამუშაო პასუხისმგებლობების გადანაწილების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და სისტემური მიდგომა პრობლემის გადაჭრისას;
- კლიენტებთან კომუნიკაციისა და კონფლიქტის მართვის მაღალი კომპეტენცია;
- ტრენინგების ჩატარებისა და პრეზენტაციის უნარი;
- SQL ბაზების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ფინანსური სექტორის ბიზნეს პროცესებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების/კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განათლება და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, IT, ეკონომიკა, ბუღალტერია ან მომიჯნავე სფერო);
- გუნდის ლიდერობის ან სენიორ სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 1 ნოემბრამდე და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.