Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

S6WNCGM5 Опубликовано 13 ноя Просмотров: 3

საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სპეციალისტი

По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 13 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 13 дек

Страховка · в объявлении

სს "ქართული ლუდის კომპანია" (GBC) არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მრავალფეროვან პორტფელს.

2025 წლიდან კომპანია წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს:

  • Tempo Beverages — ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორია, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლუდის ბრენდთან — Heineken-თან — და უზრუნველყოფს მისი პროდუქციის დისტრიბუციასა და განვითარებას ისრაელის ბაზარზე.
  • Daily Group — საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
  • საერთაშორისო გამოცდილებისა და ძლიერი ადგილობრივი პოზიციონირების საფუძველზე, კომპანია წარმატებით აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.

ვაკანსია: საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სპეციალისტი სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა

  • კომერციული შაბლონური ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სახელით დადებული კომერციული ხელშეკრულებებისა და დადასტურებული ოქმების რეესტრის წარმოება და არქივაცია (როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური ფორმატით);
  • კომერციული პროგრამის ადმინისტრირება;
  • ვალების მართვის პროცესის ჩამოყალიბება, საქმისწარმოება და ვალების პორტფელის მართვა;
  • პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობისას შუამავალ კომპანიასთან წარმომადგენლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
  • სხვა მიმდინარე სამართლებრივი და ორგანიზაციული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი (კომუნიკაბელურობა).

სამუშაო პირობები და შეთავაზება

  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

განაცხადის გამოგზავნის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.

განაცხადის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 12 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს, შეინახოს და გამოიყენოს კომპანიის მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით (გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც რეზიუმე გამოაგზავნეთ). იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგი ხართ, სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები სხვა ვაკანსიებისთვის, გთხოვთ, ამის შესახებ წერილობით გვაცნობოთ ელ-ფოსტაზე (გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი).

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно