მოლარე
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სფერო: კრიპტო გადაცვლა ანაზღაურება: 2,000-2,500 ლარი (NET) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00) მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი
ძირითადი მოვალეობები: - ნაღდი ფულის მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების განხორციელება კომპანიის შიდა რეგლამენტის სრული დაცვით; - ბანკნოტების ავთენტურობისა და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, თანხის ზუსტი დათვლა, დახარისხება და შეფუთვა დადგენილი წესების მიხედვით; - სალარო აღრიცხვის წარმოება: ოპერაციების დროული და ზუსტი ფიქსაცია შესაბამის პროგრამაში/ჟურნალში, ანგარიშგების მომზადება; - ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლი, დათვლა და ცვლის დახურვა შეუსაბამობების გარეშე; - ოპერატორებთან და მენეჯერთან კოორდინაცია ტრანზაქციების პროცესში, თანხების დადასტურება და „ქეში-კრიპტო“ ოპერაციების ეტაპობრივი კონტროლი ინსტრუქციის შესაბამისად; - კომპანიის compliance/KYC პროცედურების მკაცრი დაცვა და შესაბამისი ჩეკ-ლისტების მართვა; - სალარო სივრცისა და სამუშაო ადგილის წესრიგის, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; - შიდა პოლიტიკებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მოლარედ/ოპერატორად/საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - ციფრებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე; - ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; - კრიპტოვალუტის მუშაობის საბაზისო/საშუალო ცოდნა: კრიპტოსაფულეები, ქსელები (TRC20, ERC20 და სხვა), ტრანზაქციის დადასტურებები, საკომისიოები და ძირითადი ოპერაციული რისკები (არასწორი მისამართი/ქსელი); - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.