9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SZ7EYNJ6 გამოქვეყნდა 20 ოქტ 14 ნახვა

რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი

Hotel Indigo Batumi Old Town გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1100 / თვეში ბოლო ვადა: 21 ნოე

ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული "Hotel Indigo Batumi Old Town" უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს.

თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ, განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში — ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით;
  • ჯავშნების ეფექტური მართვა და სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმართა მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
  • სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა სერვისის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომსახურების სფეროს);
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ფლობა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: 1100 ლარი;
  • საერთაშორისო ბრენდის (IHG) სტანდარტებით მუშაობისა და განვითარების გამოცდილებას;
  • პროფესიონალურ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე.

წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან მოგვწერეთ პირდაპირ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა