საგარანტიო შემთხვევების მენეჯერი
"კია საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომ დეპარტამენტში საგარანტიო შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,
შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
მისამართი - ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #84
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
** საგარანტიო განაცხადების დამუშავება და სრულყოფა ქარხნის სტანდარტების მიხედვით, მათი ატვირთვა ქარხნის სერვერებზე სესაბამის პროგრამაში, სერვისში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით;
** სერვისში, გარანტიის მიმართულებით, გაწეული სარემონტო პროცესების კონტროლი ქარხნის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით;
** სერვის მენეჯერთა კოორდინაციით საგარანტიო სათადარიგო ნაწილების შეკვეთების უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოს დროის მართვა, აღრიცხვა და ქარხნულად დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ქარხნული და ადგილობრივი საგარანტიო პირობების ცოდნა და პროცესის შესაბამისი მართვა, კოლაბორაციული მუშაობა ხელმძღვანელ პირებთან;
** მწარმოებლის მიერ განსაზღვრული სტანდარტების დანერგვა სერვისში, სერვისის მენეჯერთან კოორდინაციით (სამუშაო შესრულების სტანდარტიზაციის მიზნით);
** გარანტიის საფუძველზე შეცვლილი დეტალების აღრიცხვა, დასაწყობება და შენახვა ქარხნის მოთხოვნების შესაბამისად და პროცესების შემდგომი მართვა;
** ექსპერტიზაზე მოთხოვნილი სათადარიგო დეტალების მომზადება და გაგზავნა ქარხნისთვის;
** მწარმოებლის ავტორიზებულ კატალოგებთან და სახელმძღვანელოებთან მუშაობა;
** მომხმარებელთან მუდმივი უკუკავშირი, მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** პრობლემური საკითხებზე შესაბამისი რაეგირება, გადაჭრის გზების მოძიება;
** წინასწარ დაგეგმილი რეპორტების წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელებთან;
** შესაბამის პროგრამებში მუშაობა (1C, MS Office, მწარმოებლის პროგრამები).
** მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა;
პოზიციის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის ან ფინანსების მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ავტოინდუსტრიაში/ ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილების ტექნიკური ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
კომპეტენციები და უნარები:
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დაგეგმვისა და აღსრულების უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - და გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ნაწილების მენეჯერი;
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 01.10.2026 წ.
"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. "კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.