8,607 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T67C10H9 გამოქვეყნდა 12 სექ 3 ნახვა

Express Capital+

Express Capital+

ინკასატორი

Express Capital+ გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 13 ოქტ

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +"-ის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"express capital +" გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: ინკასატორი

სამუშაო ადგილი: ბათუმი

პოზიციის მიზანი:

კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:

  • კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
  • მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
  • მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
  • ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი)
  • ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
  • პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია.

2. სამეურნეო მოვალეობების შესრულება:

  • ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
  • წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
  • კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული

+ ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისად დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი.

+ ავტომანქანის იჯარა

სავალდებულო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება

შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელებელ პირებთან პარალელურად.

უნარები:

  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სამუშაოს ორგანიზება
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ, შაბათი - 10:00-14:00სთ

P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მსესხებლების მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Express Capital+
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა